Saturday, June 27, 2015

მეცხრე დღის რეფლექსია

         დღეს გავაკეთეთ ჩვენი პროექტის პრეზენტაციები და შევაფასეთ ჯგუფის წევრების პრეზენტაციები.ერთმანეთს მივეცით რჩევები და რეკომენდაციები.
         ძალიან კმაყოფილი ვარ მთლიანად მიღებული ინფორმაციით,როგორც თეორიული ისე ტექნოლიგიური.აქ მიღებული ცოდნა ძალიან დამეხმარება სასწავლო პროცესის უკეთესად წარმართვაში.
          დიდი მადლობა ქალბატონო ლალი!

Wednesday, June 24, 2015

მერვე დღის რეფლექსია

        დღეს შევავსეთ დიფერენცირებული სწავლების კითხვარი.გადავათვალიერეთ ჩვენი პორტფოლიო,ავტვირთეთ Google Drive-ში და გამოვაქვეყნეთ  ბლოგზე.

Tuesday, June 23, 2015

მეშვიდე დღის რეფლექსია

    გავიხსენეთ წინა დღის დავალებები.მოსწავლის სავარაუდო ნაშრომი განვათავსეთ ჩვენს ბლოგზე.ვიმუშავეთ შეფასების რუბრიკაზე.დავალებად მოგვცა სასწავლო პროცედურების პირველი და მეორე კვირის ვარიანტების დაწერა.

მოსწავლის სავარაუდო ნაშრომი

Sunday, June 21, 2015

მეექვსე დღის რეფლექსია

             გავიხსენეთ წინა დღის დავალებები.შევქმენით მოსწავლის სავარაუდო ნაშრომი,რომელიც სახლში უნდა დავამთავროთ და გამოვაქვეყნოთ.ინტერნეტში უნდა მოვიძიოთ მასალები და ჩავინიშნოთ მოძიებული ლიტერატურა,ჩავსვათ საპრეზენტაციო პროგრამაში.შევქმენით მასწავლებლის პრეზენტაცია და გამოვაქვეყნეთ Google Drive-ს მეშვეობით ჩვენს ბლოგზე.
           დავალება მოგვცა  შევავსოთ საბაზისო უნარ-ჩვევები.
           დღემ წარმატებით ჩაიარა.

პორტფოლიოს პრეზენტაცია

Sunday, June 14, 2015

მეხუთე დღის რეფლექსია

          ეს დღე იყო საკმაოდ შრომატევადი და ბევრის მომცემი.გავიხსენეთ წინა დღეეს ნასწავლი მასალა,ჩამოვაყალიბეთ მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვები,.ვისწავლეთ Google Drive-ში მუშაობა,ვისწავლეთ შეფასების დროის ჩარჩოს შევსება,რომელიც სახლში უნდა დავასრულოთ.ვისწავლეთ ინფორმაციის მოპოვება და საავტორო უფლებების დაცვა.აგრეთვე ვისწავლეთ აუდიო-ვიდეოში ჩანაწერის გაკეთება,თუ რა მასალას გამოვიყენებთ.
          დღეს ძალიან დავიღალეთ,მაგრამ საინტერესო დღე იყო.ამისთვის დიდი მადლობა ქალბატონ ლალის!

Saturday, June 13, 2015

მეოთხე დღის რეფლექსია

        გავიხსენეთ წინა დღის დავალებები.ვიმუშავეთ პროექტის შაბლონში,ჩავწერეთ თემის იდეა,შინაარსობრივი სტანდარტები და ინდიკატორები,21-ე საუკუნის უნარ-ჩვევები.,შევქმენით ახალი პოსტები:მოსწავლის ამოცანები და მიმართულების მიმცემი კითხვები.
       მოგვცა დავალება შესწორებები შეგვეტანა ჩვენს ბლოგზე მოსწავლის ამოცანებზე და შინაარსობრივ შეკითხვებზე.
       

მიმართულების მიმცემი საკვანძო შეკითხვები

ზოგადი შეკითხვა:


  • როგორ მეხმარება მათემატიკა სამყაროს შემეცნებაში?


თემატური შეკითხვები:

  • როგორ ვიყენებთ გეომეტრიულ ფიგურების ცოდნას ცხოვრებაში?
  • რა როლი უკავია გეომეტრიულ ფიგურებს არქიტექტურაში და ხელოვნებაში?


შინაარსობრივი შეკითხვები:

  • დაასახელეთ სივრცითი გეომეტრიული ფიგურები.
  • დაასახელეთ სიბრტყითი გეომეტრიული ფიგურები.
  • რა კავშირია სივრცით და სიბრტყით გეომეტრიულ ფიგურებს შორის?