დღეს ჩვენ გავიმეორეთ წინა ტრენინგზე ნასწავლი მასალა.დღე საკმაოდ დატვირთული და საინტერესო იყო.ესგ-ში მოვიძიეთ ჩვენი პროექტისატვის გამოსაყენებელი სტანდარტები და შესაბამისი ინდიკატორები,ჩამოვაყალიბეთ პროექტის იდეის შესაბამისად მოსწავლეთა ამოცანები.
ვისწავლეთ როგორ ჩავამატოთ ბლოგში გვერდები.ტრენინგი ყოველდღე უფრო საინტერესო ხდება.მადლობა ქალბატონ ლალის!
Sunday, May 31, 2015
სტანდარტები და ინდიკატორები
მათ. VII.9. მოსწავლეს შეუძლია გეომეტრიული ფიგურების
ამოცნობა მათი სახეობების შედარება და კლასიფიცირება.
შედეგი თვალსაჩინოა,თუ მოსწავლე
·
არქიტექტურისა და ხელოვნების ნიმუშებში ან მათ ილუსტრაციებში,ყოფითი
დანიშნულების საგნებში ასახელებს მისთვის ნაცნობ გეომეტრიულ ფიგურებს ან მათ ნაწილებს.
·
აყალიბებს მიმართებებს(მაგ. ზოგადობა-კერძოობა0 ფიგურათა
სახეობებს შორის.
·
ასახელებს ფიგურას მისი ნიშან-თვისებების მიხედვით.მსჯელობს
ფიგურის ამოსაცნობად მათი საკმარისობის/არასაკმარისობის შესახებ.
მათ. VII.10.
მოსწავლეს შეუძლია გეომეტრიული ობიექტების წარმოდგენა
ამოცანის კონტექსტის შესაბამისად.
შედეგი თვალსაჩინოა,თუ მოსწავლე
·
აგებს დასმული ამოცანის შესაბამის ნახაზსდა ადეკვატურად
იყენებს ასოით აღნიშვნებს.
·
აღწერს გეომეტრიულ ობიექტთა მოცემულ გრაფიკულ გამოსახულებებს
ან ობიექტთა ურთიერთმდებარეობას სესაბამისი ტერმინოლოგიის გამოყენებით(მაგ.მართკუთხა
პარალელეპიპედის რომელ წახნაგებს ეკუთვნის მითითებული წვერო).
·
გამოსახავს ბრტყელ ფიგურებს ისე,რომ მათი თანაკვეთა/გაერთიანება
იყოს მითითებული ფორმის ან თვისებების მქონე ფიგურა.
მოსწავლის ამოცანები
მოსწავლეები
შეძლებენ:
·
გააცნობიერონ არქიტექტურისა და ხელოვნების ნიმუშებში
ან მათ ილუსტრაციებში,ყოფითი დანიშნულების საგნებში დაასახელონ მისთვის ნაცნობი გეომეტრიული
ფიგურები ან მათი ნაწილები.
·
გაანალიზონ და ააგონ დასმული ამოცანის შესაბამისი ნახაზი
და ადეკვატურად გამოიყენონ ასოითი აღნიშვნები.
·
გაანალიზონ და დაასახელონ ფიგურა მისი ნიშან-თვისებების მიხედვით,იმსჯელონ ფიგურის
ამოსაცნობად მათი საკმარისობის/არასაკმარისობის შესახებ.
·
გაანალიზონ და ჩამოაყალიბონ მიმართებები ფიგურათა სახეობებს
შორის.
·
ჩაატარონ კვლევა და გააერთიანონ სხვადასხვა წყაროდან
აღებული მონაცემები,რათათავიაანთი აღმოჩენის შესახებ ინფორმაცია მიზნების და აუდიტორიის
შესაბამისად გადმოსცენ.
·
გამოიყენონ სხვადასხვა ელექტრონული და ბეჭდური მასალა
ინფორმაციის შესაგროვებლად და გასაერთიანებლად,შემდეგ კი მიღებული ცოდნის აუდიტორიისათვის
გადასაცემად.
Saturday, May 30, 2015
მეორე დღის რეფლექსია
დღეს ჩვენ გავეცანით თუ რა სარგებლობა მოაქვს სასწავლო პროექტებს. ერთმანეთს გავაცანით ჩვენი იდეები და მივწერეთ კომენტარები.გავაკეთეთ ბროშურის შაბლონები.
ჩემი პროექტის იდეა
ჩემი პროექტის იდეაა გეომეტრიული ფიგურების ამოცნობა,მათი სახეობების შედარება,კლასიფიცირება.გეომეტრიული ობიექტების წარმოდგენა ამოცანის კონტექსტის შესაბამისად.დასმული ამოცანის ამოსახსნელად საჭირო თვისობრივი რაოდენობრივი მონაცემების მოპოვება.
მოსწავლეებს განუვითარდეთ აღქმის და წარმოსახვის უნარი გეომეტრიული ფიგურების მიმართ.დაასახელებენ მათ და დაადგენენ თუ რომელი გეომეტრიული ფიგურაა,დაათვალიერებენ არქიტექტურულ ნაგებობებს.შედარებას მოახდენენ გეომეტრიულ ფიგურებსა და და ნაგებობებს შორის.
მოსწავლეებს განუვითარდეთ აღქმის და წარმოსახვის უნარი გეომეტრიული ფიგურების მიმართ.დაასახელებენ მათ და დაადგენენ თუ რომელი გეომეტრიული ფიგურაა,დაათვალიერებენ არქიტექტურულ ნაგებობებს.შედარებას მოახდენენ გეომეტრიულ ფიგურებსა და და ნაგებობებს შორის.
Subscribe to:
Posts (Atom)