Sunday, May 31, 2015

სტანდარტები და ინდიკატორები



მათ.   VII.9.   მოსწავლეს შეუძლია გეომეტრიული ფიგურების ამოცნობა  მათი სახეობების შედარება და კლასიფიცირება.
შედეგი თვალსაჩინოა,თუ მოსწავლე
·         არქიტექტურისა და ხელოვნების ნიმუშებში ან მათ ილუსტრაციებში,ყოფითი დანიშნულების საგნებში ასახელებს მისთვის ნაცნობ გეომეტრიულ ფიგურებს ან მათ ნაწილებს.
·         აყალიბებს მიმართებებს(მაგ. ზოგადობა-კერძოობა0 ფიგურათა სახეობებს შორის.
·         ასახელებს ფიგურას მისი ნიშან-თვისებების მიხედვით.მსჯელობს ფიგურის ამოსაცნობად მათი საკმარისობის/არასაკმარისობის შესახებ.
  მათ. VII.10.   მოსწავლეს შეუძლია გეომეტრიული ობიექტების წარმოდგენა ამოცანის კონტექსტის შესაბამისად.
               შედეგი თვალსაჩინოა,თუ მოსწავლე
·         აგებს დასმული ამოცანის შესაბამის ნახაზსდა ადეკვატურად იყენებს ასოით აღნიშვნებს.
·         აღწერს გეომეტრიულ ობიექტთა მოცემულ გრაფიკულ გამოსახულებებს ან ობიექტთა ურთიერთმდებარეობას სესაბამისი ტერმინოლოგიის გამოყენებით(მაგ.მართკუთხა პარალელეპიპედის რომელ წახნაგებს ეკუთვნის მითითებული წვერო).
·         გამოსახავს ბრტყელ ფიგურებს ისე,რომ მათი თანაკვეთა/გაერთიანება იყოს მითითებული ფორმის ან თვისებების მქონე ფიგურა.

No comments:

Post a Comment